"ის აღჭურვილობა რომელიც საავადმყოფოს ამ ეტაპზე გააჩნია, თუ ასეთი ტემპით წავიდა შემთხვევათა ზრდა მაშინ 10 დღის განმავლობაში გვეყოფა, თუ ზრდის ტემპი მოიმატებს მაშინ არაპროგნოზირებადია"-განაცხადა ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ. მაკა სოლოღაშვილის თქმით ამ ეტაპზე კლინიკაში 22 დადასტურებული შემთხვევაა. ბოქსირებულ განყოფილებაში კი სულ 51 პაციენტი მკურნალობს.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, 37 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 2 ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს უკვე მეორედ, კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 24 საათის განმავლობაში.