აჭარის მუნიციპალიტეტებში პანდემიასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან საკომუნიკაციოდ ცხელი ხაზი 3 აპრილს ამოქმედდა. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაანონსებული მხარდაჭერით ვერ სარგებლობს და ყოფით პრობლემებთან გამკლავება უჭირთ. ძირითადი პრობლემა ტრანსპორტის არარსებობას უკავშირდება. მაღალმთიან აჭარაში ცხელ ხაზზე ხშირად რეკავენ ასევე კითხვით, ვინ და როდის მიიღებს სასურსათო კალათას.