ოქრუაშვილის საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას - აშშ-ის საელჩო

14 აპრილი 2020, 10:09 1371 ნახვა

საქართველოში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას. ''დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ შერჩევასა და შერჩევითი სამართლიანობის გამოყენებასთან დაკავშირებით'' - წერია განცხადებაში, რომელიც საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. 

13 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

​''ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას - საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება'' - წერია განცხადებაში. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი