''ბორჯრალოსანი'' ბექა გიგაშვილი ტოპ-14 ის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა 

13 აპრილი 2020, 12:51 1980 ნახვა

საქართველოს სარაგბო ეროვნული ნაკრების წევრი ბექა გიგაშვილი ტოპ-14 ის პირველი წრის საუკეთესო სიმბოლურში მოხვდა.

ნაკრები ფრანგულმა გამოცემამ Branchezrugby-მ შეადგინა და ‘’ტულონის’’ ქართველი მორაგბე 3 ნომერზე გაამწესა. ქართველი ,,ტულონში’’ ,,გრენობლიდან’’ გადავიდა და გუნდის მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

‘’ქართველი ამ სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა, ბექა ახალ გუნდს მსოფლიო თასიდან გვიან შეუერთდა, მაგრამ მალე დაიმკვიდრა ადგილი. მან ბურთთან ერთად 106 მეტრი იარა და რთულად შესაბოჭია’’ - წერს ფრანგული გამოცემა ,,ბორჯღალოსნის’’ შესახებ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი