დაბა ხულოსა და მიმდებარე სოფლებში სასმელი წყალი კვლავ უხარისხოა

13 აპრილი 2020, 10:48 1764 ნახვა

დაბა ხულოსა და მიმდებარე სოფლებში სასმელი წყალი კვლავ უხარისხოა.  მოსახლეობას  გაუფილტრავი წყალი გრაფიკით მიეწოდება.  ადგილობრივ თვითმმართველობაში კი განმარტავენ, რომ თოვლის დნობისას წყლის ნაკადი მატულობს და მისი გაფილტრვა სრულყოფილად ვერ ხერხდება.  

მერიაში იმედი აქვთ, რომ პრობლემას მოაგვარებს პროექტი, რომლითაც მუნიციპალიტეტის დაბებსა და სოფლებში წყლისა და წყალარინების  სისტემის  რეაბილიტაცია უნდა ჩატარდეს.  პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შპს ,,აჭარისწყლის ალიანსთან ერთად უნდა განხორციელდეს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი