საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი ცხრით გაიზარდა და 266 შეადგენს. მონაცემები საიტზე ცოტა ხნის წინ განახლდა. მათ შორის გამოჯანმრთელებული - 67.
ქვეყანაში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში - 4872, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 453 მოქალაქე რჩება.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი სამს შეადგენს. მათ COVID-19 სხვა ქვეყანაში დაუდგინდათ, მკურნალობას კი აქ აგრძელებენ.