ლენტეხში გადაადგილება შეზღუდულია და შესასვლელ პუნქტებს ძალოვანი უწყებები აკონტროლებენ

11 აპრილი 2020, 12:21 1623 ნახვა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხივე მკვიდრი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, გვიან ღამით თბილისში გადმოიყვანეს.რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, გასული 24 საათის მანძილზე თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტი ლენტეხის მუნიციპალიტეტში არ გამოვლენილა ლენტეხში გადაადგილება შეზღუდულია და შესასვლელ პუნქტებს ძალოვანი უწყებები აკონტროლებენ.

გადაადგილების საშუალება მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას აქვს, ისიც მხოლოდ აუცილებელი საჭიროებებისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ადგილზე მხოლოდ ადგილობრივი მედიასაშუალებები დაიშვება.სამედიცინო პერსონალი განახორციელებს აქტიურ  თერმოსკრინინგს. აგრეთვე ისევე როგორც მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში, სპეციალური პროტოკოლის გათვალისწინებით და სპეციალური რეჟიმის დაცვით ამ რაიონის მოსახლეობას ექნება საშუალება აწარმოონ საგაზაფხულო სამუშაოები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი