რუსეთის საუკეთესო ფეხბურთელს პრიზი დრონით მიუტანეს

11 აპრილი 2020, 12:14 2279 ნახვა

რუსეთის პრემიერლიგის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელს სანქტ-პეტერბურგის ,,ზენიტის’’ ბრაზილიელ ლეგიონერს მალკომს კუთნილი პრიზი დრონით მიუტანეს. რუსეთში საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერებულია და ფეხბურთელები იზოლირებულები არიან. სწორედ იზოლაციაში მყოფ მალკომს პრიზი დრონის დახმარებით გადასცეს. ბრაზილიელმა ეს ყველაფერი გადაიღო და სოციალური ქსელებში განათავსა. ამ უცნაურ დაჯილოების ცერემონიას სოციალურ ქსელებში მალე ბევრი ნახვა და კომენტარი მოჰყვა.

23 წლის ბრაზილიელი 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ ,,ბარსელონამ’’ რუსეთში გაუშვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი