ქობულეთში კლასტერის სიდიდე და რისკები ყოველ წამს შეიძლება შეიცვალოს - ეკატერინე ტიკარაძე

10 აპრილი 2020, 14:49 8724 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ აჭარაში კლასტერის სიდიდე და რისკები ყოველ წამს შეიძლება შეიცვალოს და ამის მიხედვით გადაწყდეს ზომების გამკაცრება.  ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, ამ ეტაპზე გამკაცრებულია კონტროლი და მოქალაქეების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.

"დღესდღეობით მიმდინარეობს მოკვლევა. მდგომარეობა კონტროლის მხრივ იქ გამკაცრებულია და მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. რა თქმა უნდა, დადგენილია გარკვეული ჯგუფი, მაგრამ სანამ სამუშაოები არ დასრულდება, კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი გაგვიჭირდება, ვინაიდან ყოველ წამს შეიძლება განახლდეს ინფორმაცია და შეიცვალოს როგორც კლასტერის სიდიდე, ასევე კლასტერიდან გამომდინარე რისკები", — განაცხადა ტიკარაძემ.

დღეს დილის აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის კლასტერს კიდევ ექვსი ინფიცირებული დაემატა. სულ 148 კონტაქტია შესწავლილი და კიდევ მიმდინარეობს კვლევა. 

ამ ეტაპზე გამკაცრებულია ზომები ორ სოფელში - გვარასა და ლეღვაში, ასევე  ქალაქ ქობულეთში. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი