საქართველოში Covid-19-ის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა
ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 50 პაციენტი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 4722 ადამიანი, სტაციონარში კი 408 პირი რჩება.