აშშ COVID 19 - ით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

09 აპრილი 2020, 17:34 1567 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით უკვე კარგა ხანია პირველ ადგილზეა, გარდაცვლილთა რაოდენობითაც უკვე გაუსწრო ესპანეთს და მეორე ადგილი დაიკავა.  მსხვერპლთა სიაში 15 ათასამდე ადამიანია. 

მხოლოდ გასული დღე-ღამეში COVID 19-ით 2 000 - მდე ამერიკელი გარდაიცვალა,  ეს ახალი სამწუხარო ანტირეკორდია. ქვეყანაში სიტუაცია დღითიდღე უარესდება. საავადმყოფოები და მორგები გადავსებულია. ინფიცირებულთა რაოდენობა ნახევარ მილიონს უახლოვდება, თუმცა პრეზიდენტი ოპტიმიზმით სავსეა.
„ციფრები ყოველდღიურად იცვლება. ჩვენ პიკს მალე გადავლახავთ. თუ თითოეული  ამერიკელი სოციალური დისტანცირების პრინციპს დაიცავს, უხილავ მტერს დავამარცხებთ.  გადავარჩენთ უამრავი ადამიანის სიცოცხლეს. გვირაბის ბოლოს სინათლე უკვე გამოჩნდა. ყველაფერი თავის ადგილზე  დაბრუნდება, - აცხადებს დონალდ ტრამპი.                           

ამერიკის პრეზიდენტი, კონგრესს  ხელფასების მხარდაჭერის პროგრამისთვის, დამატებით 250 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართავს.                                       

"ეს მცირე ბიზნესს დაეხმარება  შეინარჩუნოს თავისი თანამშრომლები და მზად იყოს მუშაობის სწრაფი განახლებისთვის“, - ამბობს ტრამპი.
  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში