პატრიოტთა ალიანსის 68-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პაატა ცივაძე და ტარიელ მამულაიშვილი სოფელ ბუკნარის მცხოვრებლებს შეხვდნენ. კანდიდატებმა ამომრჩევლებს პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნეს და მათი პრობლემები მოისმინეს. ადგილობრივები მთავარ პრობლემად ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობას ასახელებენ. მათივე თქმით, სოფელში დაუსრულებელია გაზიფიცირებისა და წყლით უზრუნველყოფის პროექტი.