თერმოსკრინინგის წესები შეიცვალა ფოთის საგუშაგოებზე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავტოტრასნპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით სამხედრო ექიმები მგზავრებს თერმოსკრინინგს მანქანაშივე უტარებენ.
მხოლოდ ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში უწევს მოქალაქეს განმეორებითი თერმოსკრინინგი. საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში კი, კონტაქტებს არკვევენ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს აწვდიან.