კორონავირუსით ინფიცირებული ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრის ბორის ჯონსონის მდგომარეობა დამძიმდა. იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. ჯონსონის ორსული საცოლეც ინფიცირებულია. იგი ჯერ თვითიზოლაციაში რჩება. მთავრობის მეთაურის მოვალეობას ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი ასრულებს. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ 358 000 ადამიანს აჭარბებს. დაიღუპა 75 000 მეტი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 293 454 ადამიანი.