ხულოს თეატრის გასტროლი საბერძნეთში

25 სექტემბერი 2016, 00:00 3800 ნახვა

სპექტაკლი “კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ  უყვარდა” - ხულოს თეატრის მსახიობებმა ამჯერად ათენის მაყურებლისთვის ითამაშეს.  ერთ საათიან სპექტაკლში მთავარ როლს მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე ასრულებდა. დასმა წარმოდგენა, ნაწარმოების ავტორის გურამ დოჩანაშვილის საიუბილეო თარიღს მიუძღვნა. ხულოს თეატრის გასტროლი  საბერძნეთში,  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსდა.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში