ბათუმელი მომღერალი აჩიკო გოგიტიძე სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს და წერს, რომ კორონავირუსი ისე გადაიტანა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია. ის ამერიკის შეერთებული შტატებიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და კარანტინში იყო.
მომღერალი წერს, რომ ტესტის გაკეთებას 10 დღის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა უარს ეუბნებოდნენ. სახლში წასვლის წინა დღეს აღებულმა ანალიზმა კი დადებითი პასუხი აჩვენა.
ის თბილისში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარობა დამაკმაყოფილებელია.
აჩიკო გოგიტიძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
''ჩემო უსაყვარლესებო მომივიდა დადებითი პასუხი ლუგარის ცენტრიდან, ფეხზე მაქ გადატანილი ვირუსი, სიმღერაში, სიცილში და სიყვარულში! ძლიერი იმუნიტეტიდან გამომდინარე ძალიან ადვილი იყო გამომპარვოდა საერთოდ ეგ ამბავი და გადამედო ბევრი ადამიანისთვის! სიმართლე უნდა ითქვას 10 დღეა ვითხოვდი ტესტის გაკეთებას, მაქსიმუმ სახლში წასვლის წინ და უარით მისტუმრებდნენ ყოველ ჯერზე! სხვა გზა არ დამიტოვეს დავურეკე აჭარის ჯანმრთელობის მინისტრს და გულითადად ვთხოვე აუცილებლად გაეკეთებინათ ტესტი, რადგან რისკ ზონიდან ვიყავი ჩამოსული (აშშ). რომ არა ეს კეთილი და გულისხმიერი ადამიანი, ხვალ მარშით მიშვებდნენ სახლში, სადაც ყველა ოჯახის წევრს გადავდებდი ვირუსს! მე აბა კი ვარ გადასარევად! ყველაზე მთავარმა ჩაიარა, ჩემი იმუნიტეტის წყალობით! ახლა მხოლოდ რაც დარჩენილი მაქვს ბოლომდე გამივიდეს ინფექცია და სრულიად ჯანმრთელი დავუბრუნდები ოჯახს! ბატონო ზაალ ჩემი გმირი ხართ!!!
P.S ჩემი კეთილი რჩევა იქნება თვითკმაყოფილებას ნუ მიეცემით და თქვენი გაზიარებული პოსტებით ნუ ტკბებით ! (ადრესატები მიხვდებიან) ფეისბუქ პიარს მონიტორინგი გააძლიერეთ კარანტინში! მაგალითი ვარ აგერ ბატონო! საქართველოს სიყვარულიდან გამომდინარე მეტს არაფერს დავწერ! ნარცისებო
კორონას ამარცხებს სილაღე, სიყვარული, კარგი სიმღერა და უფლის წყალობა! აბა წამალი მე არ დამილევია! ხარებას გილოცავთ! ბედნიერი ვარ ,რომ არავის გავუმწარე სიცოცხლე! განსაკუთრებით ჩემს უსაყვარლეს მამას, რომელიც ხვალ სახლში მელოდა! მიყვარხართ!!!!
თენგიზ ცერვაძე იყოს კარგად
მაგ კაცს ვუსმენდი, თორემ ესენი მარშით მიშვებდნენ ხვალ სახლში!!!!
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7-ით გაიზარდა. მათ შორის ერთ-ერთი ბათუმში. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში covid-19 195 მოქალაქეს აქვს დაფიქსირებული. კორონავირუსი უკვე დაამარცხა 39 მოქალაქემ. გარდაიცვალა ორი. კარანტინის რეჟიმში - 4708, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 ადამიანი რჩება.