ქვემო ქართლის გუბერნატორი აცხადებს, რომ ქვემო ქართლში covid-19-ის ორი ახალი ფაქტი დადასტურდა. ერთ-ერთი ინფიცირებული 87 წლის მამაკაცი, კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მეუღლეა. შოთა რეხვიაშვილის თქმით, მას ქრონიკული დაავადებებიც აქვს.
''მეორე არის მარნეულელი ქალი სოფელ კირაჩმუღანლოდან. ეს არის სოფელი აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ახლოს. როგორც ფიქსირდება მას 13 მარტიდან აქვს აზერბაიჯანიდან სასაზღვრო კვეთა, შემდეგ იყო დაკვირვების ქვეშ. მასთან გამოვლენილია 25 კონტაქტი.
აქამდე მხარეში 21 დადასტურებული ფაქტი იყო და 23 გახდა. რაც შეეხება რუსთავს, სტატისტიკა უცვლელია. ასევე მქონდა კომუნიკაცია, ვინც თვითიზოლაციაშია და ნაწილობრივ მათთანაც, ვინც დადასტურებული ფაქტით მკურნალობს. მკურნალობა ნორმალური დინამიკით მიდის, კარანტინში მყოფთათვის მე-12 დღეა და დაავადების არავითარი სიმპტომი არ არის“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.