მსოფლიოში COVID 19 ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ სამასი ათასს აღწევს

06 აპრილი 2020, 14:40 1583 ნახვა

კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობით მსოფლიო ლიდერებად ამერიკის შეერთებული შტატები, ესპანეთი და იტალია რჩება.                          ამ ქვეყნებში  ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღე-ღამეში  რამდენიმე ათასი ადამიანით მატულობს.              ჯანმოს მონაცემებით,  მსოფლიოში ბოლო დღე-ღამეში 82 000ადამიანი დაავადდა,  5 000 მეტი კი გარდაიცვალა.  მეოთხე ადგილზე 95  900 ინფიცირებულით  გერმანიაა,  რომელმაც ჩინეთს გაასწრო. ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების სულ 38  შემთხვევაა გამოვლენილი. შემდეგ მოდიან საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.                                                ამასთან მკვეთრად გაიზარდა  ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა თურქეთში, იაპონიასა და სინგაპურში.  ამ ქვეყნებში სიტუაცია  დღითიდღე   უარესდება.  ლიდერ - ქვეყნების პირველ სამეულში აღინიშნება ინფიცირების  ზრდის ტემპების შენელება.                                                      ჯანმოს განცხადებით,  ამ ქვეყნებში დაავადების პიკი გადასულია.         დონალდ ტრამპმა ბოლო სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ  ვითარება  სტაბილიზდება  და მას გვირაბის ბოლოს სინათლე უწოდა.        დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც 10 დღის წინ დაინფიცირდა,  საავადმყოფოში გადაიყვანეს.  გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ  იგი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატს მიაერთეს.  თუმცა მოგვიანებით, ეს ინფორმაცია უარყვეს.  ახლა იგი საავადმყოფოდან მუშაობს.                              ბოლო მონაცემებით,  მსოფლიოში COVID 19 -ით ინფიცურებულია 1 284 754 ადამიანი. გარდაიცვალა 70 320, ხოლო 271 731 გამოჯანმრთელდა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი