საქართველოში კორინავირუსისგან კიდევ სამი ადამიანი განიკურნა, სულ 31 -ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა, კლინიკა უკვე დატოვა. ისინი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ.
ამ დროის მონაცემები კი ასეთია: ქვეყანაში 157 ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილია ერთი პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში - 5526, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 344 მოქალაქე რჩება.