პაციენტი აგრესიული იყო და ხშირად ინერწყვებოდა - იხსენებს კოვიდ ინფიცირებული მედდა

01 აპრილი 2020, 23:50 2656 ნახვა

ბათუმში ინფიცირებული მედდა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან - "თავისუფალ სივრცეში" მის სავარაუდო ინფიცირების შესახებ ჰყვება. 

ექთანი უკვე მეოთხე დღეა მკურნალობას გადის. ყვება, რომ არაფერი აწუხებდა, უბრალოდ სიცხე გაიზომა და აღმოაჩინა, რომ 37 გრადუსი ჰქონდა, მივიდა ექიმთან და გაუკეთეს ტესტი. პასუხი დადებითი აღმოჩნდა. 

ფიქრობს, რომ მისი ინფიცირება ამერიკიდან ჩამოსულ პირს უკავშირდება, რომელსაც, მათი თქმით, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და მედპერსონალს არ ემორჩილებოდა. მაუწყებელთან ყვება, რომ ბოქსირებულ ოთახს ტოვებდა, მისი შეკავება კი რთული იყო. ამბობს, რომ ოთახებში ინერწყვებოდა კიდეც. 

"შესული ვიყავი პაციენტთან, რომელიც სავარაუდოდ ფსიქიურად დაავადებული იყო, არ ემორჩილებოდა წესს, ვერ ვაკავებდით ბოქსში. გამოდიოდა გარეთ, გვეჩხუბებოდა, აფურთხებდა ხშირად ოთახში. ვფიქრობ, რომ ამ ფორმით მოხდა ჩემი ინფიცირება. მე დაცული ვიყავი, სრული ეკიპირება მქონდა - ხალათი, სათვალე, ნიღაბი, ქუდი და ხელთათმანი " - ყვება კოვიდ ინფიცირებული ერთადერთი მედპერსონალი საქართველოში. 

იხსენებს, რომ ვიდრე გაიგებდა ინფიცირების შესახებ, შეხება ჰქონდა თანამშრომლებთან, ვინც მის ცვლაში მუშაობდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექთანთან კონტაქტში მყოფი 15-მდე პირი თვითიზოლაციაში იმყოფება. 

"თავს კარგად ვგრძნობ, მსუბუქ ფორმაში მაქვს. არაფერი არ მაწუხებდა, უბრალოდ დამაინტერესა, სიცხე გავიზომე და აღმომაჩნდა, რომ 37 გრადუსი მქონდა" - განაცხადა მედდამ.

კოვიდ ინფიცირებული ექიმი, ასევე პირი, რომელმაც სავარაუდოდ ექთანი დააინფიცირა, ბათუმში მკურნალობის კურსს მედალფაში გადიან.

სულ კოვიდ ინფიცირების 8 შემთხვევაა ბათუმში, ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი