აჭარაში კორონავირუსით მერვე ადამიანი დაინფიცირდა

30 მარტი 2020, 19:31 2271 ნახვა

აჭარაში კორონავირუსითინფიცირების მერვე შემთხვევა დაფიქსირდა. ბათუმის ლაბორატორიაში შემოწმების შედეგად, პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, პაციენტს კონტაქტი ჰქონდა შვიდი ინფიცირებულიდან ერთ-ერთთან, რომლებიც ბათუმში მკურნალობენ.

ქვეყანაში კორონავირუსის 100 შემთხვევაა დადასტურებული. ერთ-ერთი ინფიცირებული სამედიცინო სექტორის თანამშრომელია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 18 კარანტინის რეჟიმში - 4978 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 266 პირი იმყოფება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი