საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, 70 წელს გადაცილებული პირები სახლიდან არ უნდა გავიდნენ. ახალი აკრძალვის შესახებ გიორგი გახარიამ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, თუ ისინი მარტოხელები არიან მათ დახმარებას გაუწევენ.
''სახლიდან გამოსვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუ ისინი უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში მიდიან. „იმ შემთხვევაში, თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები მარტოხელები არიან, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ვალდებულება აქვთ მათ დაეხმაროს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ - მინისტრმა
ხვალ, 21 :00 საათიდან იკრძალება, როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება, დილის 6 საათამდე.
„საგანგებო მდგომარეობის ვადით, ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი, 21 :00 საათიდან იკრძალება, როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება, დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ასევე სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის