ბათუმში ერთი კოვიდ ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, მეორეს კი პნევმონია აქვს

30 მარტი 2020, 13:15 2703 ნახვა

ბათუმში ბოლო ერთი თვის განმავლობაში 7 კოვიდ ინფიცირებულია დადასტურებული. ყველა მათგანი კლინიკა მედალფაში იმყოფება.  

კლინიკის დირექტორი, ლევან ანთაძე ამბობს, რომ 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა ისევ მძიმეა და ისევ ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. კიდევ ერთ პაციენტს აქვს პნევმონია და მისი მდგომარეობა მართვადია. 

"დანარჩენი პაციენტებში covid 19-ი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ისინი თავს კარგად გრძნობენ" - ამბობს ლევან ანთაძე.  

საქართველოში კოვიდ ინფიცირება 98 პაციენტს დაუდგინდა, აქედან 18 გამოჯანმრთელებულია და სახლში გაიწერა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი