საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა. აქედან 14 უკვე გამოჯანმრთელდა.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
კარანტინში ამ დროისთვის 4641პირია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 239 რჩება, ბათუმში ამ დრომდე 7 დადასტურებული შემთხვევაა ვირუსის.
შეგახსენებთ; კორონავირუსის გამო ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.