ქუთაისში 17 დღის წინ დაკარგული ტურისტის გვამი იპოვეს

27 მარტი 2020, 20:39 2879 ნახვა

მაშველებმა ქუთაისში ნიდერლანდების სამეფოს დაკარგული მოქალაქის ცხედარი იპოვეს. 

 17-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, ქუთაისში გაუჩინარებული 23 წლის ტურისტის მდინარე რიონში აღმოაჩინეს. 

სამუშაო შტაბს ხელმძღვანელობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი, ვლადიმერ ჯღამაძე.

პოლიციას ტურისტის დაკარგვის შესახებ მასთან ერთად მყოფმა პირებმა 7 მარტს შეატყობინეს, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები დაიწყო. 

10 მარტიდან, საძიებო პროცესში სხვა უწყებებთან ერთად ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სამსახურის სამაშველო ჯგუფები წყალზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს 15-კილომეტრიან მონაკვეთზე, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. ადგილზე მუშაობდნენ მყვინთავთა ჯგუფები. სამუშაოებში, სხვა საჭირო ტექნიკასთან ერთად, ასევე, ჩართული იყო დრონი და 2 ექოლოტი, რომელთა საშუალებითაც მიმდინარეობდა წყლის ფსკერის დათვალიერება.

ინფორმაციას სამაშველო სამსახური ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი