ვიზალიბერალიზაცია-საკითხს ევროპარლამენტის კომიტეტში განიხილავენ

21 აპრილი 2016, 00:00 4076 ნახვა

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს დღეს განიხილავს. სხდომაზე საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ე.წ. საშინაო დავალების შესრულების ტექნიკური მხარე განიხილება. საკომიტეტო განხილვების შემდეგ, საკითხი ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭის საყრელად გავა. საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროკავშირის საბჭომაც უნდა დაუჭიროს.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში