ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე სახლს ანგრევენ - სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

26 მარტი 2020, 17:42 4818 ნახვა

ბათუმში, ლერმონტოვისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ანგრევენ, მოქალაქეები ამბობენ, რომ სამუშაოები დილის რვა საათიდან მიმდინარეობდა. 

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე მრავალბინიანი კორპუსის ნებართვა დიდი ხნის წინ გაიცა, საგანგებო მდგომარეობის გამო კი, სამშენებლო კომპანიებს მუშაობის უფლება შეზღუდული არ აქვს. 

მთავრობის საკოორდინაციო  საბჭოს გადაწყვეტილებით, #დარჩისახლში აქცია არ ეხება ინფრასტრუქტრულ პროექტებსა და მშენებლობებზე დასაქმებულებს. 

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება პანდემიის გამო გახდა სავადებულო, ქვეყანაში ერთ სივრცეში 10 ადამიანის ერთად შეკრება აკრძალულია. ამ დროისთვის ქვეყანას 79 კოვიდ ინფიცირებული ჰყავს. 

 

ვიდეო: გიორგი მურვანიძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი