9 მილიონი 72 საათში - StopCov-ის ფონდი საქართველოში

26 მარტი 2020, 17:32 3040 ნახვა

კერძო ბიზნესმენებმა კოვიდ 19 შესაჩერებლად, ანგარიშის გახსნიდან 72 საათში -  StopCov ფონდში 9 მილიონი ლარი გადარიცხეს. ფონდში თანხის ჩარიცხვა www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან ყველას შეუძლია.

ფონდში მსხვილი შენატანები განახორციელეს კომპანიებმა: „მაგთიკომი“, „არ ემ ჯი“, „მეტრო ჰოლდინგი“, „თელავის ღვინის მარანი“, „პე-ეს-პე ჯგუფი“, „თეგეტა მოტორსი“, „ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი“, „ფოთის საზღვაო ნავსადგური“, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, „ჰუალინგი“, სამშენებლო კომპანია "ორბი",  "ანაგი" და „დირსი“, „თბილი სახლი“, „სარაჯიშვილი“, სუპერმარკეტების ქსელი „ზღაპარი“, ქსელი „სუფთა სახლი“, „რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი“, „ასკანელი ძმები“.

StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხები, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი