პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა კლინიკაში 24 მარტს მოთავსდა, პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ის სარფის საბაჟოდან, თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს.
დღეს ოთხ ადამიანს ჩაუტარდა ტესტი და 3-ის პასუხი უარყოფითია.
ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 75-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი. კარანტინში ამ დროისთვის 4055 პირია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 რჩება, ბათუმში ამ დრომდე 6 დადასტურებული შემთხვევაა ვირუსის.
შეგახსენებთ; კორონავირუსის გამო ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.