ამბულატორიებს მედიკამენტები გადაეცათ

24 მარტი 2020, 13:34 1807 ნახვა

ხულოს ამბულატორიებს ყველაზე ხშირადმოხმარებადი  მედიკამენტები გადაეცათ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წამლების ნუსხიდან  უბნის ექიმები მედიკამენტებს  საჭიროების შემთხვევაში  მოწყვლად ჯგუფებს გადასცემენ.  

წამლები შშმ პირებს, მარტოხელა პენსიონერებს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პირებზე გაიცემა.  9 ამბულატორიას გადაეცა დამატებით პირველადი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტები ქედაშიც.

თხუთმეტი დასახელების მედიკამენტს  მიიღებს  ასევე შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. ყველაზე ხშირადმოხმარებადი მედიკამენტების ნუსხა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით  შემუშავდა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი