გაურკვეველი ვადით გააჩერა დირექტორმა გადაცემა ჰეთშეგიც. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალურად განგვემარტა მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან იმის თაობაზე რომ გადაცემა ქვეყანაში/მსოფლიოში #კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განუსაზღვრელი ვადით ჩერდება. სატელევიზიო ბადე/ეთერი სრულად დაეთმობა #კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და შესაბამისად, ეთერში მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებები და სამედიცინო გადაცემა დარჩება გადაცემის თანამშრომლები ამბობენ, რომ მზად იყვნენ ფორმატის დროებითი ცვლილების თაობაზე ქონოდათ კომუნიკაცია და #ჰეშთეგი სატელევიზიო ეთერში საგანგებო სახეცვლილი ფორმით დარჩენილიყო.
განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც დისტანციური მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება გუნდს უკვე აქვს და გადაცემის ერთ-ერთ ნაწილს სტუმრებთან დისტანციური კომუნიკაცია წარმოადგენს.