მარნეულსა და ბოლნისში 40 შემასხურებელი აგრეგატის მეშვეობით შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება

24 მარტი 2020, 10:53 1194 ნახვა

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დღეს 40  შემასხურებელი აგრეგატის მეშვეობით შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელ პუნქტთან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო უსაფრთხოების ზომები მკაცრად კონტროლდება.

ყველა პირი სპეციალურ სამედიცინო შემოწმებას გადის. ადგილზე ხდება მათთვის ტემპერატურის გაზომვა. მარნეულსა და ბოლნისში მოწყობილია 12 გამშვები საგუშაგო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი