ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლებში მოსწავლეებისთვის დისტანციური გაკვეთილების ჩატარების საკითხი კვლავ პრობლემურია

23 მარტი 2020, 10:02 1449 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლებში მოსწავლეებისთვის დისტანციური გაკვეთილების ჩატარების საკითხი კვლავ პრობლემურია. რესურსცენტრში განმარტავენ, სასწავლო დაწესებულებების ადმინისტრაცია  მუშაობს გეგმაზე, თუ როგორ  მოხდება იმ მოსწავლეების ინფორმირება, რომლებსაც ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

ამ ეტაპზე მოსწავლეების ბაზაში დარეგისტრირება და საცდელი ონლაინ სწავლება მიმდინარეობს სკოლებში. რამდენ მოსწავლეს აქვს ინტერნეტთან წვდომის პრობლემა უწყებაში ჯერ-ჯერობით ზუსტი მონაცემები არ აქვთ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი