საქართველოში 8 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა - კოვიდ 19

22 მარტი 2020, 23:13 10115 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5  პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან  5 მოქალაქეზე უარყოფითი პასუხი მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსი უკვე 8 ადამიანმა დაამარცხა.

სამი პაციენტი მანამდე გაიწერა ინფექციური საავადმყოფოდან. 21 მარტის ინფორმაციით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 54 იყო. 

"2 პაციენტი დღეს კიდევ გავწერეთ. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატა ახალი გამოჯანმრთელებულები. შეიძლება ხვალ ყველა ვერ გავწეროთ, ალბათ რამდენიმე დატოვებს კლინიკას, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მივიღეთ 5 უარყოფითი პასუხი,"- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

5-ვე პაციენტი საავადმყოფოში რჩება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში