ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 5 პირიდან კორონავირუსი დღეს არც ერთს არ დაუდასტურდა. 5 პირი კარანტინიდან საავადმყოფოში გუშინ ღამით გადაიყვანეს.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული სულ 3 პაციენტია გამოჯანმრთელებული, მათგან მეორე გუშინ გაეწერა. საქართველოში ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 3 დადასტურდა აჭარაში.