საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო სასურსათო მაღაზიებში მომხმარებლებმა იმატეს, მოქალაქეები საკვებ პროდუქტებს იმარაგებენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ამ ეტაპზე სურსათის შეძენის მიზნით მოსახლეობას გადაადგილება არ ეკრძალება, მაღაზიები კი ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.