კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის. ყაზარმული მდგომარეობის დროს იზღუდება ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაზაზე ვირუსის გავრცელების ალბათობას.
თავდაცვის უწყების თანამშრომლების გარკვეული ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. სამსახურში გამოცხადება აეკრძალა ორი კვირის განმავლობაში იმ პირთა კატეგორიას როლებსაც პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან, ან თვითიზოლაციაში მყოფ პირთან.ქრონიკული დაავადების მქონე ან იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებთან.