2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. ამ დღის აღნიშვნის მთავარ მიზანს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. 2020 წლის მსოფლიო გზავნილია: „გადაწყვეტილება ჩვენზეა“.დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა. „დაუნის სინდრომის მქონე პირებს კვლავ ექმნებათ დაბრკოლებები უფლებების სათანადოდ რეალიზების პროცესში.
ქვეყანაში გამოწვევას წარმოადგენს სტატისტიკურ მონაცემებზე, კვლევებსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებული, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე ორიენტირებული სერვისების პროგრამების შემუშავება. პრობლემად რჩება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებზე მორგებული ადრეული ინტერვენციის ღონისძიებების განხორციელება. იმგვარი სარეაბილიტაციო სერვისების დანერგვა, რომლებიც შეძლებს ყველა სამიზნე პირის დაფარვას და მისაწვდომი იქნება როგორც ფინანსური, ისე ტერიტორიული თვალსაზრისით-აცხადებს ნინო ლომჯარია. ცნობისთვის დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა, რა დროსაც ნაყოფის უჯრედებში 46-ის ნაცვლად 47 ქრომოსომა ჩნდება. ათასი ბავშვიდან ერთი სწორედ ამ სინდრომით იბადება