ბათუმში ავტობუსის მოსაცდელების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. მერიის ინფორმაციით, 150-მდე მუნიციპალური მოსაცდელი გაიწმინდება და სპეციალური ხსნარებით დამუშავდება.
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პარალელურად ხორციელდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ადმინისტრაციული შენობებისა და საზოგადოებრივი სივრცეების დამუშავება.