დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები არ დასრულებულა

16 მარტი 2020, 10:26 1631 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებში  განვითარებული მეწყრული პროცესის შემდეგ,  გაწმენდითი  სამუშაოები  ჯერ არ  დასრულებულა.  თოვლის დნობის შედეგად საავტომობილო  გზაზე ჩამოწოლილმა  მიწის მასამ  ღორჯომის თემში შემავალი ოთხი სოფლის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა.

მეკეიძეები, მეხელაშვილები,  ვანაძეები და ვაშაყმაძეები  შემოვლითი გზით  სარგებლობენ.  საგზაო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ  გაწმენდითი სამუშაოები  თოვლის დნობით გამოწვეულმა საფრთხემ გააჭიანურა.  რამდენ დღეში აღდგება  მიმოსვლა ჯერ-ჯერობით უცნობია. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი