აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საქართველოს ერთი მოქალაქე შეიყვანეს. მას ანალიზები უკვე აუღეს და უახლოეს სამ საათში ცნობილი იქნება, აქვს თუ არა პაციენტს COVID-19.
შესაძლო კორონავირუსის მატარებელი პირი საავდმყოფოში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. "მას ძალიან მსუბუქი სიმპტომატიკა აქვს, მაგრამ მაინც ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ გადაგვემოწმებინა" - ამბობს ნინო ნიჟარაძე.
ინფექციურ საავადმყოფოშია ბათუმის #1 პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ, 15 მარტს დაუდგინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის ვირუსის დადგენამდე კარანტინში იმყოფებოდა.
ბათუმის#1 პაციენტი მაღალი რისკის შემცველი ერთ-ერთი ქვეყნიდან ქუთაისის აეროპორტში დაფრინდა და იგი ბათუმში საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. მას კონტაქტი არავისთან ჰქონია, გარდა იმ ჯგუფის წევრებისა, ვისთან ერთადაც ჩამოფრინდა.
რაც შეეხება კარანტინს, ბათუმში 200-მდე მოქალაქე იმყოფება ამ ზონაში. მათ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სისტემატიურად უტარდებათ შემოწმება და მდგომარეობა სტაბილურია. თვითიზოლაციაში კი 100-მდე ადამიანია.