„წითელი ჯვარი“ ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად მოხალისეთა მობილიზებას აგრძელებს. ორგანიზაცია ვირუსთან ბრძოლის პროცესში აქტიურად ჩაერთვება.
მოხალისეები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს ბინაზე მომსახურებას გაუწევენ, ცნობადობის ამაღლების მიზნით მოსახლეობაში საინფორმაციო ბუკლეტებს დაარიგებენ და საჭიროების შემთხვევაში სასაზღვრო ზოლზე თერმო სკრინინგსაც ჩაატარებენ.