წყალბურთელები თვითიზოლაციაში იმყოფებიან

13 მარტი 2020, 15:20 1446 ნახვა

გერმანიიდან  დაბრუნებული საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები მომდევნო 2 კვირის მანძილზე თვითიზოლაციაში მოექცევიან. ქართველი წყალბურთელები 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირისთვის ერთ-ერთ მოსამზადებელ ეტაპს ჰამბურგში გადიოდნენ. 

სპორტსმენები თავს კარგად გრძნობენ. ცნობისთვის 2020  წელს  ტოკიოში  გასამართი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო  ტურნირი, რომელიც როტერდამში 22-29 მარტს იყო დაგეგმილი, გადაიდო  და 31 მაისიდან 7 ივნისამდე პერიოდში ჩატარდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში