დღეს, 13 მარტს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე ლარის კურსის დაცემაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ იმედი აქვს ის პირველ ნიშნულს დაუბრუნდება. ამბობს, რომ ლარის ვარდნაზე გავლენა პანდემიის გამოცხადებამ იქონია.
"ლარის კურსი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საკმაოდ სტაბილურად და პოზიტიურად მოძრაობდა. რა თქმა უნდა, ეს არის ბოლო გამოწვევების, პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაქცია. ეს არის რეაქცია, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად, წყნარად, მშვიდად უნდა გადავიტანოთ. ამისთვის ჩვენ დღეს გვექნება საუბარი ეროვნულ ბანკთანაც და საფინანსო სექტორთანაც", — განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.