უეფამ ასაკობრივი ნაკრებების მატჩები გადადო

13 მარტი 2020, 12:15 1609 ნახვა

უეფას გადაწყვეტილებით, ხვალიდან  14 აპრილამდე დაგეგმილი 17 და 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ელიტრაუდის მატჩები, ასევე ასაკობრივი გუნდების მონაწილეობით ტურნირები გაურკვეველი ვადით გადაიდო. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ აღნიშნული გადაწყვეტილება  კორონავირუსის გამო გამოწვეული სამგზავრო შეზღუდვების შედეგად მიიღო. საქართველოს 17-წლამდე საფეხბურთო ნაკრები 25-31 მარტს ბელგიაში ელიტრაუნდის მატჩების ჩასატარებლად უნდა ჩასულიყო ამავე პერიოდში  ნაკრებს შეხვედრების გამართვა საფრანგეთშიც ჰქონდა დაგეგმილი. მატჩების ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.რაც შეეხება ევრო 2020-ის პლეიოფის შეხვედრებს, მათ შორის, საქართველო - ბელარუსის მატჩს, რომელიც 26 მარტს თბილისში, დინამო არენაზე უნდა გაიმართოს, უეფა გადაწყვეტილებას 17 მარტს მიიღებს. ასევე მომავალ კვირას გახდება ცნობილი, შედგება თუ არა 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები, რომელიც  თვის ბოლოს არის დაგეგმილი.  26 მარტს,  საქართველოს 21-წლამდე ნაკრები თბილისში სლოვაკეთს უნდა დაუპირისპირდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი