კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ https://stopcov.ge/ გამოქვეყნდა. ამ დროისთვის ეს 25-ე დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 295 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 49 პაციენტი.
„არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველანაირად“, -აცხადებს ამირან გამყრელიძე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციასთან ბრძოლაში კერძო სექტორის ჩართულობა. როგორც იცით დღეიდან საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.