კორონავირუსთან დაკავშირებით შესაძლოა, კიდევ დამატებითი შეზღუდვები გახდეს საჭირო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილემ განაცხადა.
როგორც პაატა იმნაძე ამბობს, მოსახლეობაც უნდა მოემზადოს, რომ რაღაც ეტაპზე მეტი შეზღუდვები გახდება საჭირო.
„მაგალითად, ეს არის პირველ რიგში 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის შეზღუდვა ჩვეულებრივი ცხოვრების წესის, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს გასაკეთებელი შეიძლება გახდეს. ამისთვის წინასწარ უნდა ვიყოთ ყველანი შემზადებული, რომ დიდი თავყრილობები შეიძლება მთავრობამ აკრძალოს“, – განაცხადა იმნაძემ და დასძინა, რომ ყველაფერი სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
„ჩვენ არ გვინდა მივიდეთ ისეთ სიტუაციამდე, როგორზეც მივიდა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და შემდეგ გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.