ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, პანდემიის შესახებ გამოაცხადა. განცხადება ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„უახლოეს დღეებსა და კვირებში ველოდებით, რომ დაინფიცირების შემთვევების, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ დაავადება „COVID-19“ შესაძლოა შეფასდეს, როგორც პანდემია“ - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა.