სოფელ მეკეიძეებში მეწყერი ჩამოწვა

11 მარტი 2020, 15:36 1923 ნახვა

მეწყრული პროცესი განვითარდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებში. მიწის მასა გზაზე ჩამოიშალა, რომელიც ცენტრთან ოთხ სოფელს: ვანაძეებს, მეკეიძეებს, ვაშაყმაძეებსა და მეხელაშვილებს აკავშირებს.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ხულოს მერიაში განუმარტეს, გაწმენდით სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.

მათივე ინფორმაციით მოსახლეობა ალტერნატიული გზით სარგებლობს და ცენტრთან დაკავშირება არ უჭირთ. შემთხვევა გუშინ დღის მეორე ნახევარში მოხდა. მერიაში ამბობენ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან ახლოს საცხოვრებელი სახლები არ მდებარეობს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი