მატჩის წინ ფეხბურთელები ერთმანეთს ხელს აღარ ჩამოართმევენ - უეფა

10 მარტი 2020, 09:48 1807 ნახვა

ევროპის მთავარი საფეხბურთო ორგანიზაციის  -  უეფას გადაწყვეტილებით, ჩემპიონთა ლიგასა და ევროპალიგის შეხვედრებში ფეხბურთელები,თამაშის წინ ერთმანეთს და მსაჯებს ხელს აღარ ჩამოართმევენ. 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შემდეგ, ორგანიზაციამ ასეთი გადაწყვეტილება  მიიღო. 

"მოთამაშეები მეტოქეებსა და მსაჯებს ხელს აღარ ჩამოართმევენ, როგორც ეს მატჩისწინა პროტოკოლით იყო გათვალისწინებული. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შემდეგ.  ეს აკრძალვა უეფას ყველა ტურნირის მატჩებში იმოქმედებს იქამდე, სანამ შესაბამისი მითითება არ იქნება", - წერია  უეფას განცხადებაში.

უკვე  გადაწყვეტილია, რომ ვირუსის გამო, ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარდება ჩემპიონთა ლიგის მატჩი  ,,ვალენსია’’ - ,,ატალანტა’’ , რომელიც დღეს უნდა გაიმართოს. ასევე, უმაყურებლოდ ითამაშებენ ხვალ პარიზში, ,,პარი სენ-ჟერმენი’’ და ,,დორტმუნდიც’’ . 

ანალოგიური გადაწყვეტილების მიღება იგეგმება ,,ბარსელონა’’ -,,ნაპოლის’’ შეხვედრაში.

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ორი შეხვედრა გაიმართება ,,ვალენსია’’ იტალიურ ,,ატალანტას’’ მიიღებს . ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა იტალიელებმა  4-1 მოიგეს.   ,,ღამურებს’’ დღევანდელ მატჩში : გაბრიელი , ეზექიელ გარაი , პიცინი  , მანგალა და გომესი დააკლდება , ხოლო ბერგამოელებს  რაფაელ ტოლიო და ბოსკო სუტალო.
რაც შეეხებ მეორე მატჩს აქ გერმანული ,,ლაიფციგი’’  ლონდონის ,,ტოტენჰემს’’ დაუხვდება.

პირველი შეხვედრა ,,ლაიფციგმა’’ ინგლისში გასვლაზე 1-0 მოიგო და სახლში კომფორტული ანგარიშით ხვდება მეტოქეს.~  გერმანელებს ამ შეხვედრაში ვილი ობრანი დააკლდებათ, საეჭვოა ტიმო ვერნერის და კონატეს თამაში, რაც შეეხებათ ლონდონელებს მათ ამ შეხვედრაში სონი , დევისი, ჰარი კეინი და მუსა სისოკო არ ეყოლებათ.
ორივე მატჩი დღეს თბილისის დროით  23:55 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში